სიყვარულით, ვიქტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიყვარულით, ვიქტორი

სერიალის ქართულენოვანი პოსტერი
Love, Victor
ჟანრი თინეიჯერული დრამა კომედიური დრამა რომანტიკული დრამა
ავტორი ელისაბედ ბერგერი და აიზეკ აპტაკერი
ეფუძნება
მონაწილეობენ
  • მაიკლ ჩიმინო
  • რეიჩელ ჰილსონი
  • ანტონი ტურპელი
  • ბიბი ვუდი
  • მეისონ გუდინგი
  • ჯორჯ სეარი
  • იზაბელა ფერეირა
  • მატეო ფერნანდესი
  • ჯეიმზ მარტინესი
  • ანა ორტიზი
მთხრობელი
  • მაიკლ ჩიმინო
  • ნიკ რობინსონი
თემის კომპოზიტორი სიდჰარტა ხოსლა
მთავარი თემა Tyler Glenn -
"Somebody to Tell Me"
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 10
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • აიზეკ აპტაკერი
  • ელისაბედ ბერგერი
  • ადამ ლონდი
  • ბრაიან თენენი
  • ჯეისონ ენსელერი
  • მარტი ბოუენი
  • ადამ ფიშბახი
  • უიკ გოდფრი
  • აიზეკ კლაუსნერი
  • პუია შაჰბაზიანი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ნიკ რობინსონი
  • შოონ უილთი
რედაქტორ(ებ)ი
  • რებეკა ფრიდმენი
  • შოშანა ტანზერი
  • ჟაკლინ ლი
ხანგრძლივობა 24-31 წუთი
კომპანია
  • Temple Hill Entertainment
  • No Helmet Productions
  • The Walk-Up Company
  • 20th Century Fox Television
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ორიგინალური არხი ჰულუ
პირველად ეთერში 17 ივნისი, 2020
ქრონოლოგია
წინა სიყვარულით, საიმონი (2018)
საიტი

სიყვარულით, ვიქტორი (ინგლ. Love, Victor) — ამერიკელული თინეიჯერული, რომანტიკული, კომედიური ვებ-დრამა, რომელიც შექმნილია აიზეკ აპტაკერის და ელისაბედ ბერგერის მიერ, რომელიც შთაგონებულია და შეიქმნილია იმავე სამყაროში, როგორც 2018 წლის ფილმი სიყვარულით, საიმონი. სერიალის პრემიერა შედგა 2020 წლის 17 ივნისს, ჰულუზე. სერიალი შექმნილია 20th Century Fox Television-ის მიერ.

მაიკლ ჩიმინო ასრულებს ვიქტორის - ატლანტაში მცხოვრებ კოლუმბიურ-პუერტო რიკოული ოჯახის თინეიჯერის როლს. სერიალში მაიკლთან ერთად მონაწილეობენ ჯორჯ სეარი, რეიჩელ ჰილსონი, ბიბი ვუდი, ენტონი ტურპელის, იზაბელა ფერეირა, ანა ორტიზი, ჯეიმზ მარტინესი, მეისონ გუდინგი და მატეო ფერნანდესი. სერიალში ასევე მონაწილეობს ნიკ რობინსონი, რომელიც ფილმში სიყვარულით, საიმონი მთავარ როლს, საიმონის როლს ასრულებს. სერიების გადაღება დაიწყო 2019 წლის აგვისტოში, ლოს ანჯელესში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს კრეკვუდის საშუალო სკოლის ახალ სტუდენტზე, ვიქტორზე, რომელიც საკუთარი თავის აღმოსაჩენად მიემგზავრება. მას ოჯახში პრობლემები აქვს. ვიქტორი, გამოწვევების წინაშე დგას, ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული მის სექსუალურ ორიენტაციაში. ამიტომ ის დასახმარებლად საიმონს დაუკავშირდება.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაიკლ ჩიმინო – ვიქტორ სალაზარი,[1] კრიკვუდის საშუალო სკოლაში ახალი სტუდენტი. ცდილობს მის სექსუალურ ორიენტაცაში გამორკვევას და ახალ ქალაქში ცხოვრების მორგებას.
  • რეიჩელ ჰილსონი – მია ბრუკსი, ვიქტორს ჭკვიანი მეგობარი, რომელსაც აქვს უნარი სწრაფად და მარტივად გააღიმოს ის.
  • ენტონი ტურპელი – ფელიქს ვესტინი, ვიქტორის უცნაური ახალი მეზობელი.
  • ბიბი ვუდი – ლეიკ მერივეითერი, მიას სოციალური მედიით შეპყრობილი საუკეთესო მეგობარი.
  • მეისონ გუდინგი – ენდრიუ, კრიკვუდის პოპულარული კალათბურთელი.
  • ჯორჯ სეარი – ბენჯი კემპბელი, ვიქტორის გეი, თავდაჯერებული და მომხიბვლელი თანაკლასელი.
  • იზაბელა ფერეირა – პილარ სალაზარი, ვიქტორის უმცროსი და.
  • მატეო ფერნანდესი – ადრიან სალაზარი, ვიქტორ პატარა ძმა.
  • ჯეიმზ მარტინესი – არმანდო სალაზარი: ვიქტორის მამა, რომელიც ოჯახისთვის ძალიან შრომობს.
  • ანა ორტიზი – იზაბელ სალაზარი, ვიქტორის დედა, რომელიც დიდ ზეწოლას განიცდის ახალ ქალაქში გადასვლის შემდეგ.

ნიკ რობინსონი – საიმონ სპიერი, რეპლიკაციას უწევს მის როლს სიყვარულით, საიმონიდან. რობინსონი უმეტესად ხმის საშუალებით ხვდება, რომელშიც ახმოვანებს საიმონის მესიჯებს ვიქტორთან. საიმონი პირადად ჩნდება პირველი სეზონის მერვე ეპიზოდში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fuentes, Tamara. (June 17, 2019) Meet the Cast of 'Love, Victor' and Their Characters. Seventeen. ციტირების თარიღი: June 17, 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]