სიუზმა (ცეკვა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიუზმა, სიუზმე[1] ან სიუზმე[2][3] — ცეკვის ელემენტი ამიერკავკასიაში, თავის თავში მოიაზრებს ცეკვას ცეკვაში.

სიუზმა წარმოადგენს აზერბაიჯანული და სომხური ცეკვების განცალკევებულ ნაწილს.[4] აზერბაიჯანულ ცეკვებში მუხლებზე ცეკვაც სრულდება. იგი შედგება კორპუსის, ხელების ნელი, რბილი მოძრაობებით, რასაც თან გამომხატველი მიმიკაც ახლავს. ქალებისათვის განკუთვნილ ცეკვებში სიუზმა ლირიკულ ხასიათს ატარებს, მამაკაცებისათვის განკუთვნილ ცეკვებში კი, მამაკაცურობითა და ხალისით გამოირჩევა.[5] სიუზმა, როგორც წესი, ცეკვის აქტიური ნაწილის შემდეგ სრულდება. ცეკვა მსუბუქი რხევითა და გადასვლებით ხასიათდება, ასევე ადგილზე ბრუნვითა და უმნიშვნელო გადაადგილებებით. ამასთან ერთად, ამ ელემენტის შემსრულებელი მოცეკვავე ფეხების მოძრაობას ზედმიწევნით უთავსებს ხელების მოძრაობას. სიუზმის შესრულებისას ფეხებიდან თავამდე სასიამოვნო ჟრუანტელის ტალღა იღვრება მთელს სხეულში, რაც სხეულის ექსპრესიული შეკრთომითა და ხელის მტევნების ნარნარად ტრიალით სრულდება.[6] სიუზმას შესრულება შესაძლებელია როგორც მარტო ერთი მოცეკვავისათვის, ასევე ჯგუფისთვისაც. არც თუ იშვიათად ეს მოცემული ელემენტი ცეკვის მთავარი ნაწილის რანგში განიხილება, რისი გათვალისწინების შედეგადაც ხანდახან სიუზმა ცეკვის ცალკე სახეობად გამოიყოფა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Касимов К. А. Народы Азербайджанской Советской Социалистической Республики. Азербайджанцы. Народное творчество. Народные танцы // Народы Кавказа: Этнографические очерки / Под редакцией Б. А. Гарданова, А. Н. Гулиева, С. Т. Еремяна, Л. И. Лаврова, Г. А. Нерсесова, Г. С. Читая. — М.: Издательство Академии наук СССР, 1962. — Т. II. — С. 162.
  2. Ткаченко 1967.
  3. Узундара // Музыкальная энциклопедия / под ред. Ю. В. Келдыша. — М.: Советская энциклопедия, Советский композитор, 1981. — Т. 5.
  4. БСЭ 1956, p. 427.
  5. БСЭ 1956.
  6. БСЭ 1956, p. 428.
  7. Т. С. Ткаченко Народный танец. Изд. «Искусство»-1954 г. стр.500 (ст.680)