შინაარსზე გადასვლა

სისხლი აუზში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სისხლი აუზში“ — არაოფიციალური სახელწოდება სსრკ-სა და უნგრეთს შორის გამართული წყალბურთის მატჩისა, რომელიც შედგა 1956 წლის 6 დეკემბერს, მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე.

მატჩი გაიმართა სსრკ-ის მიერ 1956 წლის უნგრული აჯანყების ჩახშობიდან დაახლოებით ერთ თვეში. სახელწოდება მატჩმა მიიღო კადრების წყალობით, რომელზეც უნგრელი წყალბურთელი ერვინ ზადორი წარბიდან ძლიერი სისხლდენით იყო გამოსახული. აღნიშნული კადრები გახდა სიმბოლო უნგრული წინააღმდეგობისა.

მატჩის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილით, მატჩის დაწყებამდე, უნგრელმა წყალბურთელებმა დაცინვა დაუწყეს საბჭოელ სპორტსმენებს რუსული ფრაზებით. მატჩმა უკომპრომისო ბრძოლის სახე მიიღო. თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე უნგრეთის ნაკრები წინ იყო ანგარიშით 4:0. ამ დროს სსრკ-ის ნაკრების წყალბურთელმა ვალენტინ პროკოპოვმა ვერ მოითმინა სიტყვიერი პროვოკაცია ერვინ ზადორისგან და მარჯვენა თვალში მიაყენა დარტყმა მუშტით. მიუხედავად ტრავმისა უნგრელმა სპორტსმენმა თამაში განაგრძო, თუმცა აუზში სისხლის კვალს ტოვებდა. აღნიშნულმა ეპიზოდმა დიდად იმოქმედა შეკრებილ მაყურებელზე, რომელთა უმეტესობაც თანაუგრძნობდა ზადორს და უნგრელების მიმართ სიმპატიით განეწყო. რამდენიმე მათგანი აუზსაც მიუახლოვდა და ანტისაბჭოურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მატჩი შეწყდა. საბჭოთა ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მოგვიანებით უნგრელებმა ფინალში 2:1 სძლიეს იუგოსლავიელებს და ოლიმპიური ჩემპიონებიც გახდნენ.

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ უნგრეთის ნახევარმა ნაკრებმა დასავლეთში თავშესაფარი ითხოვა. ასამდე უნგრელმა სპორტსმენმა გადაწყვიტა ოლიმპიადის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულიყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]