სიონისტური საოკუპაციო მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონისტური საოკუპაციო მთავრობა (ინგლ. Zionist occupation government; აბრევიატურა — ZOG) — ანტისემიტური კონსპირაციული თეორია, რომლის თანახმადაც „ებრაელი აგენტები“ საიდუმლოდ აკონტროლებენ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს.[1][2] ზოგჯერ გამოიყენება ვარიანტი „ებრაული საოკუპაციო მთავრობა“..[3]

ტერმინი გამოიყენება რადიკალური მემარჯვენე ან ანტისემიტური ჯგუფების მიერ[4] შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ულტრანაციონალისტების (ჯგუფი „Память“) მიერ რუსეთის ფედერაციაში და სხვადასხვა რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაციების („Freemen“, „Identity Christians“, „ოდინისტები“ და „კუ კლუქს კლანი“) მიერ.[5]

„სიონისტურ საოკუპაციო მთავრობას“ არ აქვს არაფერი საერთო სიონიზმთან, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს არსებობის მიმართ. ამ კონტექსტში, სიტყვა სიონისტი მოკლებულია ტრადიციულ მნიშვნელობას და განიზრახავს, წარმოაჩინოს ებრაელები როგორც შეთქმულები, რომელთაც სურთ მსოფლიოს კონტროლი (როგორც ნათქვამია „სიონისტ ბრძენთა პროტოკოლში“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ZOG. Anti-Defamation League. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  2. The Expo Files: Articles by the Crusading Journalist. ციტირების თარიღი: 24 April 2017. 
  3. Swain, Carol (2003). Contemporary voices of white nationalism in America. Cambridge, UK New York: Cambridge University Press, გვ. 253. ISBN 0521816734. 
  4. Perimutter, Dawn (2004) Investigating Religious Terror and Ritualistic Crimes, გვ. 49. 
  5. Perimutter, Dawn (2004) Investigating Religious Terror and Ritualistic Crimes, გვ. 49.