სინკენ ჰოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სინკენ ჰოპი
Zinken Hopp 1964.jpg
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1905(1905-01-09)[1]
დაბადების ადგილი ულენსვანგი
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 1987(1987-09-03)[2] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერგენი
საქმიანობა დრამატურგი, მთარგმნელი, საბავშვო მწერალი, პოეტი და მწერალი
ენა ნორვეგიული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of Norway.svg ნორვეგია
ჯილდოები სასკოლო ბიბლიოთეკარების ასოციაცია და Bastian Prize for Children's Literature[3]
მეუღლე Einar Meidell Hopp[2]

სინკენ ჰოპი (ნორვ. Zinken Hopp, ნამდვილი სახელი სიგნე მარი ბროკმანი, ნორვ. Signe Marie Brochmann, დ. 9 იანვარი 1905, ულენსვანგი — გ. 3 სექტემბერი 1987[4], ბერგენი) — ნორვეგიელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც საბავშვო ლიტერატურის ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ულენსვანგში (ჰორდალანდი, ნორვეგია). იყო ჟურნალისტ დიდერიკ ჰეგერმან ბროხმანის (1879–1955) და მარგიტ ჰაგენის (1896–1962) შვილი, აგრეთვე ოდ ბროხმანის და, ბოდვარ ფრედრიკ იოჰანეს ბროხმანის (1852-1930) შვილიშვილი და გეორგ ბროხმანის ძმისწული. ზედმეტსახელი სინკენ ბავშვობიდან გაჰყვა.[5][6]

როგორც მწერლის, მისი დებიუტი 1930 წელს შედგა, ლექსების კრებულებით „გუვერნიორი ქალის ლექსები“ და „მთის ფერდობის ხედი“. ორივე მისი ნამდვილი სახელ-გვარით გამოიცა, თუმცა ფსევდონიმი სინკენ ჰოპი გამოიყენა უკვე შემდეგი წიგნების, „სამზარეულოს წიგნი“, „...რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს!“ და „ოთხ კედელს შორის“ შემთხვევაში. 1948 წელს გამოსცა სატირული რომანი „ჯილდო ქველმოქმედებისთვის“, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს[7]. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ორმა საბავშვო რომანმა, „ჯადოსნური ცარცი“ და „იუნი და სოფუსი“.

ამასთან, ჰოპი არის ნორვეგიული კულტურის რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის ავტორი. მანვე ნორვეგიულად თარგმნა „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ქარი ტირიფებში“, „პიტერ პენი“ და „ექიმი დულიტლი“[8].

2005 წელს, მწერლის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად ნორვეგიაში გამოიცა დიდი კრებული მისი ნაწარმოებებით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერლის მეუღლე იყო აინარ მაიდელ ჰოპი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Merkedager: fødselsdager, stiftelsesdatoer, begivenheterოსლო: Biblioteksentralen, 1989. — ISBN 82-7022-061-2
  2. 2.0 2.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget.
  3. Mottakere av Bastianprisen for barne- og ungdomslitteraturNorwegian Association of Literary Translators.
  4. Hans Fredrik Dahl. Einar Meidell Hopp. Norsk biografisk leksikon. ციტირების თარიღი: September 1, 2016.
  5. Økland, Einar. „Zinken Hopp“. Helle, Knut (Norwegian). Norsk biografisk leksikon. Oslo: Kunnskapsforlaget. http://nbl.snl.no/Zinken_Hopp. წაკითხვის თარიღი: 14 April 2014.
  6. Johannes Brochmann. Fylkesleksikon for Sogn og Fjordane. ციტირების თარიღი: September 1, 2016.
  7. სინკენ ჰოპი დიდ ნორვეგიულ ენციკლოპედიაში
  8. answers.com