სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინაგურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სინაგურში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფელ სინაგურში დგას დიდი ზომის დარბაზული ეკლესია თანადროული სამხრეთ-დასავლეთი მინაშენით. სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კედლის პილასტრისა და თაღის ფრაგმენტებია შემორჩენილი. სამხრეთი მინაშენი აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. მინაშენი თითქმის დანგრეულია. კედლები შემორჩენილია 1,5-2,5 მ სიმაღლეზე, დასავლეთი მინაშენი კი ფრაგმენტულად. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე 8-10 მ. სიმაღლისაა.

დიდი ზომის თლილი ქვით ნაგებ ეკლესიაზე სოფლის მოსახლეობას ჩაუტარებია სარემონტო სამუშაოები, რამაც ძეგლს დაუკარგა თავდაპირველი სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004