ნადიმი (პლატონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიმპოზიუმი (პლატონი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადიმი (ბერძნ. Συμπόσιον) — პლატონის ფილოსოფიური ტექსტი, თარიღდება ძვ. წ. 385–380. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარულის გენეზისი, მიზანი და ბუნება.

სიყვარული განიხილება ხალხის მიერ, რომელიც ნადიმზე, იგივე სიმპოზიუმზე, სიტყვით გამოდის. თითოეული ადამიანი ვალდებულია შეასხას სიყვარულს (ეროსს) ხოტბა. ნადიმი ტრაგიკოს აგატონის სახლში, ათენში მიმდინარეობს. სოკრატე თავის გამოსვლაში ამტკიცებს, რომ სიყვარულის უმაღლესი მიზანია გახდე ფილოსოფოსი, უფრო ზუსტად სიბრძნის მოყვარული. სოციალურმა ისტორიკოსება დიალოგი გამოიყენეს წყაროდ, რათა ნათელი მოეფინათ ძველი ათენის ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით სექსუალური ჩვევებისთვის და ნადიმისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]