სვეტლანა ბურლაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტლანა ბურლაკი
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1969(1969-06-12) (54 წლის)
დაბ. ადგილი ივანოვო
მოქალაქეობა  რუსეთი
საქმიანობა ენათმეცნიერი, mind gamer და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სვეტლანა ბურლაკი (რუს. Светла́на Анато́льевна Бурла́к, დ. 12 ივნისი, 1969) — რუსი ლინგვისტი, ტოქარული ენების სპეციალისტი და ავტორი რიგი ზოგადი შრომებისა კომპარატივისტიკისა და ადამიანური ენის წარმოშობის შესახებ.

სვეტლანა ბურლაკი არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2013), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი 2015 წლის 22 დეკემბრიდან.

აკადემიური გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყოფილება და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „პრატოქარული ენის ფონოლოგიური სისტემის რეკონსტრუქციისათვის“. სამეცნიერო ხელმძღვანელი ს. სტაროსტინი.

1995 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სერგეი სტაროსტინის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია „ტოქარული ენების ისტორიული ფოენტიკა“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

2013 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ევოლუციური მექანიზმები და ადამიანური ენის ფორმირების ეტაპები“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

2015 წლის დეკემბრიდან სვეტლანა ბურლაკი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бурлак С. А. Историческая фонетика тохарских языков. („ტოქარულ ენათა ისტორიული ფონეტიკა“) — М.: Институт востоковедения РАН, 2000. — გვერდი 274. — ISBN 5-89282-149-8
  • Бурлак С.А., Старостин С.А. Сравнительно-историческое языкознание („შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება“): Учеб.для студентов вузов. — М.: Academia, 2005. — გვერდი 430. — ISBN 5-7695-1445-0
  • Бурлак С. А. Происхождение языка: новые материалы и исследования („ენათა წარმოშობა: ახალი მასალები და კვლევები“) : обзор. — М.: ИНИОН РАН, 2007. — გვერდი 78. — ISBN 978-5-248-00302-0
  • Бурлак С. А. Происхождение языка: Факты, исследования, гипотезы. („ენის წარმოშობა: ფაქტები, კვლევები, ჰიპოთეზები“) — М.: Corpus, 2011. — გვერდი 462. — ISBN 978-5-271-31205-2
  • Бурлак С. А. Происхождение языка: факты, исследования, гипотезы („ენის წარმოშობა: ფაქტები, კვლევები, ჰიპოთეზები“). — 2-е изд., перераб. и доп. — М.: Альпина нон-фикшн, 2019. — გვერდი 607. — 3000 ეგზემპლარი. — ISBN 978-5-00139-059-6

საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]