სექსუალური კანიბალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სექსუალური კანიბალიზმი — სქესობრივი ქცევის თავისებურება მწერებსა და ობობებში. ძირითადად გავრცელებულია მწერებში (უმეტესწილად ობობებში, ჩოქელებში) ასევე გვხვდება უხერხემლო, კიბოსნაირნთა და მოლუსკების ტიპის კლასებში. ეს არის ქცევა, სადაც მდედრი შეწყვილების აქტის დასრულების შემდეგ ჭამს მის პარტნიორს. მოვლენა აიხსნება იმით, რომ მდედრს შთამომავლობის გასაგრძელებლად სჭირდება ენერგია, საკვები. იგივე აზრზეა მამრიც, თუმცა ყოველთვის არ არის მზად საკუთარი თავი გაწიროს. ზოგიერთი ობობის სახეობა კოპულაციამდე წინასწარ იმარაგებს ნადავლს მდედრისთვის, ზოგიც სასქესო ორგანოს ტოვებს მდედრის სხეულში. ვინაიდან სექსუალური კანიბალიზმის შემთხვევა ყოველთვის დაკავშირებულია სქესობრივ დიმორფიზმთან, არსებობს მოსაზრება, რომ გაცილებით დიდი ზომის მდედრი იმ მომენტში ვერ აღიქვამს მცირე ზომის მამრს როგორც პარტნიორს და უყურებს როგორც სხვა ნებისმიერ მსხვერპლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]