სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავტონომიური სეტყვასაწინააღმდეგო საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-56

ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში 2012 წლიდან დაიწყო. სისტემა მთლიანად სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციას განეკუთვნება, მისი დანიშნულებააა თავდაპირველ ეტაპზე კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა სეტყვისგან. სისტემის საერთო ღირებულება 20 მილიონი დოლარი ჯდება და მისი ფექტურობა 85-95 % ია.

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს ერთიან კომპლექსს რომლის შემადგენლობაშიც შედის:

  • ცენტრალური სარადარო სადგური (მეტეორადარი)
  • ინფორმაციის დამუშავების და ცეცხლის მართვის ცენტრი.
  • ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-56 (გარკვეული რაოდენობით)
ავტონომიური სეტყვასაწინააღმდეგო საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-56

ცენტრალური მეტეორადარი წარმოადგენს ადრეული აღმოჩენის სადგურს, მისი საშუალებით ხდება სეტყვის ღრუბლის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მიღებული ინფორმაცია გადაცემა ცეცხლის მართვის ცენტრალურ სადგურს, იქიდან კი ბრძანება გადაეცემა შესაბამის კვადრატში მდგარ ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარს, საიდანაც საჭირო მიმართულებით ხდება გარკვეული რაოდენობის რაკეტების გაშვება. საცეცხლე დანადგარში სულ 56 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა მოთავსებული. ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლა ადრეულ სტადიაზე ვერცხლის იოდიდის გაფრქვევით ხდება. გასროლამდე რაკეტები სპეციალურ მინაპლასტიკის ჰერმეტულ კონტეინერშია მოტავსებული.

ტექნიკური მონაცემები

დასახელება საცეცხლე სარაკეტო დანადგარი სდ-56
რაკეტების რაოდენობა 56 რაკეტა
სროლის ამაღლების კუთხე 45-80°
წრიული სროლის კუთხე 360°
რაკეტის დიამეტრი 60 მმ
რაკეტის მასა 3550 ± 100 გრამი
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე 600 მეტრი/წმ
სროლის მაქსიმალური მანძილი 7800 მეტრი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]