სესტრორეცკის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესტრორეცკის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
სესტრორეცკის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი — რუსეთი
სესტრორეცკის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°05′34″ ჩ. გ. 29°57′32″ ა. გ. / 60.09278° ჩ. გ. 29.95889° ა. გ. / 60.09278; 29.95889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2004-2005

სესტრორეცკის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Тихвинской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი, სესტრორეცკში, სანქტ-პეტერბურგის საკურორტო რაიონში. აგებულია 2004-2005 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ააგეს 2005 წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომშ გამარჯვების 60 წლისთავისათვის. იგი ააგეს ლადოგისა და სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ ვლადიმირის ლოცვა-კურთხევით ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

2004 წლის 27 სექტემბერს მომავალი ტაძრის ადგილზე მამა სერგიმ მამა მორტირისთან ერთად აღავლინა ლოცვა უფლის ჯვრის ამაღლების სახელზე, დაამონტაჟეს ჯვარი და სესტრორეცკში დიდი ხნის შემდეგ კვლავ გაისმა ზარების ხმა. უკვე 2005 წლის 4 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ახალ ტაძარში შედგა პირველი ღვთისმსახურება.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის ნახევარი საუკუნე, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, რომლის სახელზე ააგეს ტაძარი სესტრორეცკში, იმყოფებოდა საზღვარგარეთ, უკანასკნელი ათი წელი კი ჩიკაგოს სამების ტაძარში. ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე ხატი მოხვდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ტიხვინი დაიპყრო ფაშისტურმა გერმანიამ. ხატი ტაძარში დააბრუნეს 2004 წლის ივლისში.

სასულიერო ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით ტაძართან გაიხსნა სასულიერო ცენტრი. თავდაპირველად ტაძრის ქტიტორის ფინანსებით გაიხსნა სასულიერო ტიხვინის ღვთისმშობლის ტაძრის ბიბლიოთეკა, რომლის ფონდიც მოიცავდა 6 000 წიგნს. ბიბლიოთეკასთან მუშაობდა საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]