სერგეი შიშკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერგეი თედორეს ძე შიშკო (რუს. Серге́й Фё́дорович Шишко́; დ. 12 ივნისი/25 ივნისი, 1911, ნოსოვკა, გ. 26 აპრილი 1997) — უკრაინელი საბჭოთა ფერმწერი, სსრკ სახალხო მხატვარი (1974). სკკპ წევრი 1952 წლიდან. სწავლობდა კიევის სამხატვრო ინსტიტუტსა (1929-1933) და ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1936-1943). მისი ლირიკული პეიზაჟები ძირითადად კიევს ეძღვნება: „დნეპრი დილით“ (1953, უკრაინის სახვითი ხელოვნების მუზეუმი), „ახალი კიევი“ (1960, ვოროშილოვგრადის სამხატვრო მუზეუმი) და სხვა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვლადიმირის გორაკი“ (1946, ხარკოვის მხატვრობის მუზეუმი)
  • „დნეპრი. ხედი პოდოლზე“ (1950, უკრაინის ეროვნული მხატვრობის მუზეუმი)
  • „დნეპრი დილით“ (1953, უკრაინის ეროვნული მხატვრობის მუზეუმი)
  • „ახალი კიევი“ (1960, ვოროშილოვგრადის არტემის სახელობის მხატვრობის მუზეუმი)
  • „კიევის შორი ხედი“ (1974)
  • „ხეივანი ხოსტინსკის პარკში“ (სერიიდან „კავკასია“). 1973, ქაღალდი, პასტელი.

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]