სერბთა რესპუბლიკის არქივები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქივების სათაო ოფისი.

სერბთა რესპუბლიკის არქივები (სერბ. Архив Републике Српске, Arhiv Republike Srpske) — სერბთა რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული ერთეული. არქივების სათაო ოფისი მდებარეობს ბანია-ლუკაში და აქვს რეგიონალური ოფისები შემდეგ ქალაქებში: დობოი, ზვორნიკი, ფოჩა, სოკოლაცი და ტრებინიე. მისი მიზანია სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარქივო მასალები მოაგროვოს, დაახარისხოს და შეინახოს. არქივები ასევე ჩართულია კვლევით პროექტებში, გამოფენებში და წიგნების ბეჭდვაში, ძირითადად საარქივო მეცნიერების, ისტორიის და კანონმდებლობის მიმართულებით. არქივები ფლობს 794 ფონდს და 35 კოლექციას, რომლებიც მოიცავს XVII საუკუნიდან დღევანდელობამდე პერიოდს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]