შინაარსზე გადასვლა

სენეგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენეგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  წიწინაურისებრნი
სახეობა:  სენეგა
ლათინური სახელი
Polygala senega

სენეგა (ლათ. Polygala senega) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წიწინაურისებრთა ოჯახისა. მისი ღეროების სიმაღლე 25 სმ აღწევს.

ლანცეტა ფოთლები და მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი მომწვანო ან თეთრი წვრილი ყვავილები აქვს. იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი სარტყლის ტყეებში. სამკურნალო მცენარეა.

ფესვი შეიცავს საპონინებს (უმთავრესად სენიგინს), ეთეროვან ზეთს, ფისებს. მის ნაყენს და ნახარშს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.