სემპად სპარაპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სემპად სპარაპეტი
დაბადების თარიღი 1208 წელი
გარდაცვალების თარიღი 1276 წელი 6 მარტი (სავარაუდოდ)
საქმიანობა ისტორიკოსი, სამხედრო პირი
ეროვნება სომეხი
შვილ(ებ)ი Q45296424?
ნათესავ(ებ)ი

კონსტანტინ ბაბერონელი (მამა),

ჰეტუმ პირველი (ძმა)

სემპად სპარაპეტი (სომხურად: Սմբատ Սպարապետ, Սմբատ Գունդստաբլ, სმბატ სპარაპეტ,სმბატ გუნდესტაბლ) (ასევე სმპად და სმპად) — დიდგვაროვანი კილიკიის სომხეთში, მეფე ჰეტუმ I– ის უფროსი ძმა. იგი მნიშვნელოვანი პიროვნება იყო კილიკიაში, ასრულებდა დიპლომატის, მოსამართლისა და სამხედრო ოფიცრის ფუნქციას, ატარებდა სომხეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის მხედართმთავრის ან სპარაპეტის ტიტულს. იგი ასევე იყო მწერალი და თარჯიმანი, განსაკუთრებით ცნობილი იყო სხვადასხვა იურიდიული კოდექსის თარგმნითა და კილიკიის ისტორიის დაწერით. ის იყო Chronique du Royaume de Petite Armenie (მცირე სომხეთის სამეფოს მატიანე). იგი ორგანიზებული იყო და იბრძოდა მრავალ ბრძოლაში, მაგალითად მარის ბრძოლაში. მისი ძმა მეფე ჰეტუმი მას ძალიან ენდობოდა. მონღოლებთან მოსალაპარაკებლად მეფემ სწორედ ის გაგზავნა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემპადის დაბადების დროს კილიკიაში ორი ძირითადი დინასტია, რუბენიდები და ჰეტუმიდები იყვნენ, სემპადი კი ორივეს ნათესავი იყო. სემპადი იყო კონსტანტინე ბაბერონისა და ფარტაპერტის (სომხეთის ლეო II- ის მესამე ბიძაშვილი) შვილი. სხვა და-ძმებად ითვლებოდა იოანე სისის ეპისკოპოსი, ორინე კორიკოსი, სტეფანი (მოგვიანებით კვიპროს მეფის ჰენრი I- ის ცოლი) და ჰეტუმი, რომელიც გახდა 1226 წელს მეფის თანამოსაყდრე. დრინდელი მმართველი იყო სომხეთის დედოფალი იზაბელა, რომელიც გათხოვილი იყო ფილიპეზე, ანტიოქიელი ბოჰემონდ IV- ის ვაჟზე. კონსტანტინემ 1225 წელს ფილიპეს მკვლელობა მოაწყო და იზაბელა აიძულა 1226 წლის 4 ივნისს დაქორწინებულიყო მის ვაჟზე ჰეტუმზე, რის გამოც ის ხელმწოფე გახდა. იზაბელას გარდაცვალების შემდეგ, 1252 წლიდან ის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

სემპადის წერილი კვიპროსის მეფის, ჰენრი პირველის და ჯონ იბელინის მიმართ, მე-14 საუკუნის ანალოგი

ისტორიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კილიკია იყო ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ევროპასა და ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან და იბრძოდა მუსლიმების წინააღმდეგ ლევანტის კონტროლისთვის. მონღოლები ასევე საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან ჩინგიზ-ხანის იმპერია შეუჩერებელი იყო, რომელმაც ევროპაშიც კი შეაღწია. მონღოლებს დაუნდობლობის დამსახურებული რეპუტაცია ჰქონდათ, ტერიტორიებს მარტივად იპყრობდნენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ ხოცავდნენ და ადგილზე მონღოლებს ასახლებდნენ.

1243 წელს სემპადი კესარიაში ჩავიდა, სადაც მან მოლაპარაკება გამართა მონღოლთა ლიდერ ბაიჯუსთან. 1246 წელს და ისევ 1259 წელს სემპადი ევალებოდა კილიკიის თავდაცვის ორგანიზება რუმის სასულთნოში შესაჭრელად. 1247 წელს, როდესაც მეფე ჰეტუმ I- მა გადაწყვიტა, რომ მისი გონივრული მოქმედება მონღოლების მშვიდობიანი დამორჩილება იყო, სემპადი გაგზავნეს ყარაყორუმში მონღოლთა კარზე.[1] იქ სემპადი შეხვდა ყუბლაი ხანის ძმას მონგკე ხანს და კავშირი ჩამოაყალიბა კილიკიასა და მონღოლთა შორის, მათი საერთო მტრის, მუსლიმების წინააღმდეგ.[2] ამ ურთიერთობის ხასიათს სხვადასხვა ისტორიკოსი განსხვავებულად აღწერს, ზოგი მათგანი ალიანსს უწოდებს, ზოგი კი მას მონღოლთა ბატონობისადმი მორჩილებას, რაც სომხეთს ვასალ სახელმწიფოდ აქცევდა.[3] სომხეთის სამხედრო ლიდერები მონღოლთა ჯარში მსახურობდნენ და მრავალი მათგანი დაიღუპა მონღოლთა ბრძოლებში.

1247-1250 წელს მონღოლთა კარზე ვიზიტის დროს, სემპადი ჩინგიზ ხანს ქორწინებით დაუკავშირდა. მეუღლესთან ერთდ მას ვაჟი ჰყავდა, რომელსაც ვასილ თათარი დაარქვეს.[4] მარის ბრძოლაში კი სემპადის ვაჟი მამლუქებმა შეიპყეს.

სემპადი 1250 წელს დაბრუნდა კილიკიაში, თუმცა მეფის ბრძანებით მონღოლეთში კიდევ გაემგზავრა 1254 წელს.

მამის გარდაცვალებისთანავე, სემპადი გახდა პაპეინის ბარონი (ჩანდირის ციხე) და ცხოვრობდა მის პატარა, მაგრამ მდიდრულ ბარონიურ სასახლეში.[5]

სემპადი გარდაიცვალა 1276 წელს სარვანდიკარის მეორე ბრძოლაში, ეგვიპტის მამლუქების წინააღმდეგ, ან მარაშიდან თურქმანთა შემოსევის დროს. სომხებმა მოიგეს ბრძოლა, მაგრამ სემპადი და კიდევ რამდენიმე ბარონი შედეგად გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Edwards, p.9
  2. Bournotian, p. 100. "Smbat met Kubali's brother, Mongke Khan and in 1247, made an alliance against the Muslims."
  3. Weatherford, p. 181
  4. Luisetto, p.122, who references introduction and notes in Gérard Dédéyan La Chronique attribuée au Connétable Sempad, 1980
  5. Edwards, p.102-110; pls.53a-56b, 292b-295a