სახალხო მეურნეობის განვითარების პირველი ხუთწლიანი გეგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პირველი ხუთწლიანი გეგმა (1928-1932 წწ.) წარმოადგენდა სსრკ-ის კომუნისტური პარტიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას ერთიან გეგმიურ საწყისებზე სოციალისტური მშენებლობის შემდგომი განვითარებისათვის. კომპარტიის ხელმძღვანელთა განცხადებით „[ეს] იყო კაპიტალისტური ელემენტების წინააღმდეგ სოციალიზმის მთელ ფრონტზე გეგმაშეწონილი შეტევის, სოციალისტური ეკონომიკის საძირკვლის აშენებისა და აგრარული ქვეყნის ინდუსტრიულ ქვეყნად გარდაქმნის გაშლილი პროგრამა.“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ კომპარტიის XV ყრილობის დირექტივების საფუძველზე დაიწყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების პირველი ხუთწლიანი (1928-1932 წწ.) გეგმის შედგენა. ყრილობამ ხუთწლედის მთავარ ამოცანად დასახა სოციალიზმის ეკონომიური საძირკვლის აშენება და ამისათვის მძიმე ინდუსტრიის შექმნა და განვითარება, რაც უზრუნველყოფდა სსრ კავშირის გარდაქმნას აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ ქვეყნად, კაპიტალისტური ქვეყნებისაგან მის დამოუკიდებლობას.

ყრილობის დირექტივები ითვალისწინებდა პირველ ხუთწლედში წარმოების საშუალებათა წარმოების მაქსიმალურად უპირატეს განვითარებას, ქალაქად და სოფლად სოციალისტური ელემენტების გაძლიერებას, კაპიტალისტური ელემენტების განდევნას (ანუ კერძო მეწარმეობის მოსპობას), სოციალისტურ მშენებლობაში გლეხთა მასების ჩაბმას, სოფლის მეურნეობის ჩამორჩენილობის დაძლევას, მშრომელთა მატერიალური და კულტურული დონის ამაღლებას, პროლეტარიატის დიქტატურის პოლიტიკური და ეკონომიური პოზიციების განმტკიცებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას.

ყრილობა ხელმძღვანელობდა ლენინური ეროვნული პოლიტიკით და პირველი ხუთწლედის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ითვალისწინებდა ეროვნული რესპუბლიკებისა და ჩამორჩენილი რაიონების უფრო სწრაფ სამეურნეო და კულტურულ აღმავლობას, მათი ხვედრითი წონის ზრდას ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობაში, უახლოეს პერიოდში მათი ფაქტობრივი უთანაბრობის ლიკვიდაციას, ხოლო ამისათვის საწარმოო ძალთა სწორ გადაადგილებას, მრეწველობის მიახლოებას სანედლეულო წყაროებთან[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „სკკპ რეზოლუციებში“, ნაწ. II, გვ. 600.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]