საწყისი ხაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საზღვაო სამართალში საწყისი ხაზები სანაპიროსა და ზღვის გამყოფ წირს ნიშნავს, საიდანაც ტერიტორიული ზღვის, საგანგებო ეკონომიკური ზონისა და სხვა საზღვაო ზონების აზომვა ხდება. ამავე დროს საწყისი ხაზები წარმოადგენს საზღვარს სახელმწიფოს შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას შორის.

საწყისი ხაზების დადგენის ორი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვეულებრივი საწყისი ხაზები არის ზღვის უკიდურესი მიქცევის ხაზი სანაპიროზე. თუ სანაპირო ძალზედ დაწახნაგებულია, ან მის ახლოს მცირე კუნძულებია განთავსებული, სახელმწიფოს შეუძლია დაიდგინოს ე.წ. "სწორი საწყისი ხაზები", ანუ სანაპიროს ან მიმდებარე კუნძულების უკიდურესი მიქცევის წერტილები სწორი ხაზებით შეაერთოს და ასე მოღებული წირი ჩათვალოს თავის საწყის ხაზებად. სწორი საწყისი ხაზები არ უნდა ცვლიდეს სანაპიროს საერთო მიმართულებას და ასეთი ხაზებით შემოზღუდული ზღვის არეალი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ხმელეთთან. სწორი საწყისი ხაზები დატანილი უნდა იყოს რუკებზე.