საშლელთავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საშლელთავა“
რეჟისორი დევიდ ლინჩი
პროდიუსერი დევიდ ლინჩი
სცენარის ავტორი დევიდ ლინჩი
როლებში
მუსიკა
ოპერატორი
მონტაჟი დევიდ ლინჩი
სტუდია ამერიკის კინოინსტიტუტი
დისტრიბუტორი Libra Films International
გამოსვლის თარიღი
  • 19 მარტი, 1977 (1977-03-19)
ხანგრძლივობა 88 წთ[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი 7 მილიონი აშშ დოლარი[2]

საშლელთავა“ (ინგლ. Eraserhead) — 1977 წლის ამერიკული სიურრეალისტური საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერია დევიდ ლინჩი. გადაღებული შავ-თეთრ ფერებში, „საშლელთავა“ არის ლინჩის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. იგი გადაღებულია ამერიკის კინოინსტიტუტის მხარდაჭერით, პერიოდში, როდესაც დევიდი იქ სწავლობდა. როლებს ფილმში ასრულებენ ჯეკ ნენსი, შარლოტ სტიუარტი, ალენ ჯოზეფი, ჯინ ბეიტსი, ჯუდით რობერტსი, ლორელ ნირი და ჯეკ ფისკი. ნამუშევარში მოთხრობილია ჰენრი სპენსერის (ნენსი) შესახებ, რომელიც უცნაურ ინდუსტრიულ გარემოში თავის საზარელ შვილს უვლის. ფილმის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ ხედავს უცნაურ სიზმარს ან ჰალუცინაციას, რომელშიც მონაწილეობენ მისი შვილი და ქალი რადიატორში.

„საშლელთავას“ გადაღება რამდენიმე წელი გაგრძელდა, ვინაიდან ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით სირთულეები იყო. წარმოებას ხელი შეუწყო ფისკის და მისი მეუღლის, სისი სპეისეკის ფულადმა შემოწირულობამ. სურათს სხვადასხვა ადგილზე იღებდნენ, რომელსაც თავად კინოინსტიტუტი კალიფორნიაში ფლობდა. მათ შორის იყო გრეისტოუნი და ძველი ბოსლები, სადაც თავად ლინჩს უცხოვრია. ერთი წლის განმავლობაში დევიდი და ხმის რეჟისორი ალან სპლეტი მუშაობდნენ სურათის ხმოვან მხარეზე. საუნდტრეკში გამოყენებულია ფეტს უოლერის საორგანო მუსიკა და სიმღერა „In Heaven“, ჩაწერილი პიტერ აივერსის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „საშლელთავას“ კინოთეატრებში უმნიშვნელო წარმატება ხვდა წილად, შემდგომში იგი გაიზარდა და დღეისთვის ნამუშევარს მრავალი დადებითი შეფასება აქვს მიღებული. ძირითადად აღნიშნავენ სიურრეალისტურ ვიზუალურ მხარეს და სექსუალურ ქვეტექსტს, ისევე, როგორც ხმის ჩახლართულ დიზაინს, რომელსაც ფილმის ტექნიკურ მწვერვალს უწოდებენ. 2004 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა „საშლელთავა“ აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eraserhead (X). British Board of Film Classification (January 15, 1979). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 30, 2016. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  2. Eraserhead – Box Office Data, DVD Sales, Movie News, Cast Information. The Numbers. Nash Information Services. ციტირების თარიღი: August 22, 2012.