საყვირის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქარის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები გუდოკის ქუჩა

საყვირის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); მიხეილ მრევლიშვილის ქუჩიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. ყოფილი გუდოკის ქუჩა. საყვირის ქუჩა დაერქვა 50-იან წლებში. ადრე ქუჩის მახლობლად მდებარე ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშებს სამუშაო დღის დაწყებას, შესვენებას და დამთავრებას საყვირით ატყობინებდნენ. აქედან მოდის ქუჩის სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]