საქსი (დანა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეროვინგების ეპოქის საქსები
ავთენტური საქსის ნარჩენები და მისი თანამედროვე რეპლიკა

საქსი ან სკრამასაქსი (ლათ. sax, scramasax) — ძველი გერმანელების მოკლე ხმალი. ზოგიერთი თვალსაზრისით, „საქსების“ სახელი სწორედ ამ მოკლე ხმლის სახელწოდებიდან მოდის. გამოიყენებოდა ევროპაში. ადრეულ შუა საუკუნეებში კონკურენციას უწევდა ხმალს. ხშირად საქსებად იწოდებოდა დანები, რომელთა სიგრძეც შეადგენდა არაუმეტეს 30 სმ-ისა და რომლებსაც, როგორც წესი, ჰქონდათ მდიდრულად მორთული ქარქაშები.

საქსის პირის სიგრძე ნახევარ მეტრს აღწევდა, სიგანე 5 მმ-ზე მეტი (სკანდინავიელებთან 8 მმ-მდე), ალესვა ცალმხრივი, ბოლო წვერმახვილი, ტარი, როგორც წესი, ასიმეტრიული. სახელურის ზედაპირი ხშირად ყვავის თავის ფორმით ირთვებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]