საქართველოს სსრ სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი — დაარსდა 1903 წელს როგორც „კავკასიის სასწავლო ოლქის პედაგოგიური მუზეუმი“. იარსება 1928 წლამდე; შემდეგ მის ბაზაზე პოლიტექნიკური სწავლების მუზეუმი გაიხსნა (1932), რომელსაც 1938 წელს სახალხო განათლების მუზეუმი ეწოდა, ხოლო 1943 წლიდან — სახელმწიფო. მუზეუმის ექსპოზიციები ეძღვნებოდა საქართველოში საბჭოთა სკოლის ისტორიას, განათლების სისტემის განვითარებას, განათლების დამსახურებულ მოღვაწეებს. 1984 წელს მუზეუმის ფონდში იყო 14,1 ათასი ექსპონატი, მუზეუმი დაათვალიერა 18 ათ. კაცმა. მუზეუმს გამოცემული ჰქონდა სახალხო განათლების გამოჩენილ მოღვაწეთა ბიოგრაფიები 4 წიგნად (1964, 1967, 1969, 1971).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]