საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებების კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებების კრებული — ოფიციალური გამოცემა. გამოდიოდა 1938 წლიდან, თავდაპირველად გამოსცემდა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს) საქმეთა მმართველობა, 1964 წლიდან — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისია, 1970 წლიდან გამოსცემდა საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო. კრებულში ქვეყნდებოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ზოგადი მნიშვნელობის ან ნორმატიული ხასიათის დადგენილებები, აგრეთვე საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს, საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოსა და საქართველოს ალკკ ცნტრალური კომიტეტის ერთობლივი დადგენილებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]