საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
აბრევიატურა სპკგ
შეიქმნა 1992 წ.
ტიპი არაკომერციული
შტაბ-ბინა თბილისი
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ირაკლი პეტრიაშვილი
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური საიტი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ — GTUC) — დამოუკიდებელი, არაკომერციული სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1992 წელს.[1] მჭიდრო კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუდმივად ახორციელებს წევრთა ინფორმირებასა და გადამზადებას შრომით სამართალში, ასევე უზრუნველყოფს მათ იურიდიულ მომსახურებას. 1992 წლიდან 2000 წლამდე პროფკავშირთა გაერთიანების წევრთა რიცხვი შემცირდა 2,7 მილიონიდან 777 ათასამდე. 2010 წლის მდგომარეობით მის წევრთა რიცხვი 251 ათასს შეადგენდა.[2]

გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს: სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას; საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას; ევროინტეგრაციას; გენდერული თანასწორობის დაცვას; ადამიანის ძირითადი დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას; შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას; ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას; ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანების (ITUC) წევრი 2006 წლიდან, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ETUC რეგიონული ფილიალის წევრი 2007 წლიდან.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2014-08-19.
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 181, ISBN 978-9941-0-5972-8.
  3. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2014-08-19.