საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასაქართველოს მოქალაქის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.[1] საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სააგენტო ტერიტორიული სამსახურებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნოთ განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები პირადობის მოწმობებს გასცემს დამზადებისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, ან დაჩქარებული წესით. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულებები — წარდგენიდან 45 დღის ვადაში.[2] საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ზემოთ — 10 წლის ვადით. საქართველოს მოქალაქე 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია მიიღოს პირადობის მოწმობა. სურვილის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის მიღების უფლება აქვს ასევე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]