საქართველოს კოლმეურნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საქართველოს კოლმეურნე“ — ქართული ყოველთვიური სამეცნიერო-საწარმოო ჟურნალი. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის და დამზადების სამინისტროს ორგანო; გამოდიოდა 1953–1960 წლებში. მისი წინამორბედი იყო ჟურნალი „სოციალისტური სოფელი“ (1951–1953). „საქართველოს კოლმეურნე“ აშუქებდა სკკპ აგრარული პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და წარმოების, სოფლის ცხოვრების აქტუალურ საკითხებს. ჟურნალის რედაქტორი იყო ე. მახათაძე. ტირაჟი 9 ათასი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]