საქართველოს ეკონომისტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საქართველოს ეკონომისტი“ — ქართული ყოველთვიური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჟურნალი. გამოდიოდა 1925 წლიდან. 1974 წლიდან გამოდიოდა „ეკონომისტის“ სახელწოდებით.

1974 წლიდან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჟურნალი. გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „ეკონომისტი“ (1925-1926), „საქართველოს ეკონომისტი“ (1926–1931), „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა“ (1931–1941), „საქართველოს სახალხო მეურნეობა“ (1967–1973). 1941 წელს ჟურნალის გამოცემა შეწყდა, განახლდა 1958 წელს.

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ უმაღლესი ეკონომიკური საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიისა და მიწსახკომის, საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებული სახელმწიფო საგეგმო კომისიის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის, საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოსა და საქართველოს სსრ მეცნიერების აკადემიის ეკონომიკური ინსტიტუტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ორგანო.

ჟურნალს რედაქტორობდნენ: ს. ჩიხლაძე, ვ. ავაქოვი, ა. კვირიკაძე, რ. მელაძე, კ. თარგამაძე, პ. გუგუშვილი, ს. ინწკირველი, თ. გოქსაძე, ი. კრავცოვი (1976 წლიდან). ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდებოდა როგორც მარქსისტულ-ლენინური ეკონომიკური თეორიის, ისე სამეურნეო მშენებლობის, განსაკუთრებით საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის წინაშე მდგარი აქტუალური საკითხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]