საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
ისტორია
დაფუძნდა 2008
პოზიციები
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
ეკო-სოციალიზმი
ფემინიზმი
სოციალიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის ახალგაზრდა მწვანეთა ფედერაცია (FYEG)
განვითარებისა და კოოპერაციის ქსელი (CDN)
საერთაშორისო აკრედიტაცია მსოფლიო ახალგაზრდა მწვანეები
ფერები      მწვანე
შტაბ-ბინა მაჩაბლის 17, თბილისი
www.younggreens.ge

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები (ინგლ. Georgian Young Greens) — ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე ორგანიზაციაა. ორგანიზაცია დაფუძნდა 2008 წელს, როგორც მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო „ახალგაზრდა მწვანეები“ პარტიას გამოეყვნენ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.

მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის მთავარ მიზნებს წარმოადგენს:

  • ახალგაზრდა მწვანეების წევრებსა და საქართველოს მოსახლეობაში ეკოლოგიის, სოციალიზმის, დემოკრატიულ, თანასწორობისა და არაძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა.
  • ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში.
  • ადგილობრივი და რეგიონალური პრობლემატიკის დროული გამოვლენა და მათზე მყისიერი რეაგირება.
  • გენდერული და ეკონომიკური თანასწორობისთვის ბრძოლა.
  • მწვანე ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ორგანიზაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს განსხვავებულ შესაძლებლობათა მქონე ახალგაზრდებისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თვითრეალიზაციისთვის; ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირდების ხელშეწყობა და მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისა თუ სხვა აქტივობების საშუალებით არააკადემიური გამოცდილების მიცემა და მწვანე პოლიტიკური ცნობიერების გამომუშავება.

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მწვანეების საქმიანობა მოიცავს ფესტივალებს, კითხვის კლუბებს, ფილმის ჩვენებებს, ადვოკატირების კამპანიებს, რეგიონალურ შეხვედრებს, დემონსტრაციებს, არაფორმალური განათლების პლატფორმებს, პუბლიკაციებისა თუ საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვას, ონლაინ კამპანიებს და სხვა. ყოველწლიურად იმართება მწვანე ფესტი, რომელიც სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება. მაგალითად, 2018 წელს გამართული ფესტივალის მთავარი თემა ურბანული საკითხები იყო; მოხსენებებისა და პანელ-დისკუსიების საშუალებით კი ქალაქის სხვადასხვა ასპექტის - გენდერული, სოციალური, ეკონომიკური - გაანალიზება მოხდა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალგაზრდა მწვანეების“ უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გენერალური ასამბლეაა, რომელიც წევრთა საერთო კრებას წარმოადგენს. ასამბლეაზე ხდება პოლიტიკური პლატფორმის, წესდების, სტრუქტურების, შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მიღება/დამტკიცება. ასევე ხდება აღმასრულებელი კომიტეტისა და თანათავმჯდომარეების არჩევა, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მმართველ სტრუქტურას გენერალური ასამბლეიდან გენერალურ ასამბლემადე.

პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ გარემოსდაცვით, მემარცხენე, ფემინისტურ და ქვიარ ორგანიზაციებსა თუ ფონდებთან. ამ დროისთვის „ახალგაზრდა მწვანეებს“ არის 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი: აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი (CDN), ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაცია (FYEG) და მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეები (Global Young Greens).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]