სატრანსპორტო ცილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯრედის მემბრანები განვლადია სპეციფიკური იონებისა და სხვადასხვა პოლარული მოლეკულების მიმართ. ამ ჰიდროფილურ ნივთიერებებს, სატრანსპორტო ცილების გავლით, რომლებიც მემბრანას კვეთს, შეუძლიათ თავიდან აიცილონ კონტაქტი ლიპიდის ორმაგ შრესთან.

ზოგიერთი სატრანსპორტო ცილა, რომელთაც არხის ცილები ეწოდებათ ჰიდროფილური არხის საშუალებით ფუნქციონირებს, რომელსაც ცალკეული მოლეკულები ან ატომური იონები გამოიყენებენ როგორც გვირაბს მემბრანაში. ცალკეულ უჯრედებში წყლის მოლეკულების გავლას მემბრანაში ხელს უწყობს არხის ცილები, რომელთაც აქვაპორინები ეწოდება. სხვა სატრანსპორტო ცილები, რომელთაც მატარებელი ცილები ეწოდება, თავიანთ თანამგზავრებს მიემაგრება და ფორმას უცვლის, ისე რომ მათ მემბრანაში გავლა შეძლონ.

ორივე შემთხვევაში, სატრანსპორტო ცილები სპეციფიკურია იმ ნივთიერების მიმართ, რომლის ტრანსლოკაციასაც ახდენს: მხოლოდ გარკვეულ ნივთიერებას აძლევს მემბრანის გადაკვეთის საშუალებას. მაგალითად, გლუკოზა, რომელიც სისხლშია და სისხლის წითელ უჯრედებს უჯრედული აქტივობისთვის ესაჭიროება, პლაზმური მემბრანის სპეციფიკური სატრანსპორტო ცილების საშუალებით ამ უჯრედებში სწრაფად შედის. გლუკოზის ტრანსპორტერი ისევე სელექტიურია, როგორც მატარებელი ცილა, რომელიც გლუკოზის სტრუქტურულ იზომერ ფრუქტოზასაც კი უკუაგდებს. ამრიგად, მემბრანის სელექტიური განვლადობა დამოკიდებულია როგორც ლიპიდური ორმაგი შრის, ასევე მემბრანაში ჩაშენებული სპეციფიკური სატრანსპორტო ცილების განმასხვავებელ ბარიერზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, „ბიოლოგია“, VII გამოცემა, გვ. 165, თბ., 2009 წელი.