სასანურ-ბიზანტიური მონეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სასანურ-ბიზანტიური მონეტების განძიVI-VII საუკუნეები სასანური და ბიზანტიური ვერცხლის მონეტების განძი (დაახლოებით 700-800 ცალი). მონეტები აღმოჩენილია 1904 წელს თბილისის ძველ უბანში, ე.წ. მეიდანში, მანთაშევის ქარვასლის მშენებლობისას. სასანაური მონეტები ძირითდად მოჭრილია ხოსრო II-ის (590-628), მცირე ნაწილი კი — ჰორმიზდ IV-ის (579-590) სახელით. ბიზანტიური მონეტები განეკუთვნება იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) და ჰერაკლე-კონსტანტინეს ერთობლივი მმართველობის ხანას (613-614-იდან 630-მდე). განძის მონეტები გაიფანტა. ქრონოლოგიური დიაპაზონია 579-641 წლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]