შინაარსზე გადასვლა

სართავი ჯარა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სართავი ჯარა

სართავი ჯარა — ხალხური ყოფა-ცხოვრების ნივთი, რომლის საშუალებით ძაფებს რთავდნენ. როდესაც ოსტატი სატერფულს აჭერს, ხელსაწყოს საინტერესო მექანიზმს ამუშავებს, ბორბალი და კოჭი ტრიალს იწყებს, ძაფი იჭიმება და წვრილდება.

სართავი ჯარა სავარაუდოდ ინდოეთის ტერიტორიაზე შექმნეს და უკვე XIV საუკუნეში ევროპაშიც გაჩნდა, მანამდე კი ძაფებს ევროპაში თითისტარის დახმარებით რთავდნენ.

სართავი ჯარა ქართულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთი და მთიანი საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუშეთში სართავ ჯარას ჯარანს ეძახიან, ხოლო სამცხეჯავახურ მეტყველებაში ჯარას შევხვდებით ჭახრაკის სახელით.

ქართული ჯარას მთავარ ნაწილს შეადგენდა ფრთიანი ბორბალი, მორგვი, მასზე წამოდებული იყო ლამბი. ძაფის სართავ-საძახი თითისტარი - ჯარა-ტარი ბორბლის წინ გარდიგარდმო დოლებში იყო ჩასმული.

თუშეთში ჯარას სამი ტიპი იყო:

  • თბეებიანი;
  • ბორბლიან-ფერსოიანი;
  • მირგვალი, მრგვალი.

ხელით სატრიალებელი ჯარას გარდა არსებობდა წყლით სატრიალებელი ჯარაც. ჯარა სართავ-საძახად ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ბარისა და მთის მოსახლეობაში ( ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, მესხეთი, იმერეთი)

აღმოსავლეთი საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი საქართველოს ბარის რეგიონებში სართავ ჯარას, ძირითადად, აბრეშუმის ძაფის სართავ-საძახად იყენებდნენ და მას მანჯანიკს ეძახდნენ.

მანჯანიკი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, მის საყრდენში ჩამაგრებული კოჭიდან ძაფი ჩარხის ტარის დატრიალებით ბორბალზე ეხვეოდა. მანჯანიკის მეორე სახეობაში ორკაპა ჯოხი და კოჭის საყრდენი ფიცარი მიწაში ცალ-ცალკე იყო ჩასმული. მესამე სახეობა შედგებოდა ბოძზე დადგმული ჩიხრიხის-ჩარხისა და ორკაპა ჯოხისგან, მასში გაყრილი კოჭითა და მასრით. ჩარხის დატრიალებით მასრიდან ძაფი გადადიოდა კოჭზე და ეხვეოდა მასზე. მანჯანიკის დაწინაურებული სახეობაა მანჯალიხი. მანჯანიკის ამ ტიპებიდან პირველი სამი კახეთში იყო გავრცელებული, მანჯალიხი კი - საინგილოში.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.