სარგვეშის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სარგვეშის განძიIII საუკუნის განძი. ნაპოვნია შემთხვევით 1917 წელს სოფელ სარგვეშთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). სარგვეშის განძი შეიცავს ვერცხლის ბარძიმს, ოქროს სხვადასხვა ფორმის 3 ბეჭედს, თვლებით ინკრუსტირებულ სამაჯურს, ოქროს ხატისუღელს და ვერცხლის კოვზს. განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის ბარძიმი, რომელზეც სასანიანთა დინასტიის მეფეთ მეფე ბაჰრამ (ვარაჰრან) II, მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრეა გამოსახული. ბარძიმი ჩვენამდე მოღწეული სასანური ტორევტიკის ერთადერთი ნიმუშია, რომელზეც შაჰისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებია მოცემული. თარიღდება 283—293 წლებით.

საქართველოში ბარძიმის მოხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისა და საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის დასადგენად. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963
  • Луконин Б. Г., Культура сасанидского Ирана, М., 1969;
  • Мачабели К. Г., Несколько памятников сасанидской торевтики в Грузии, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1972, № 3;
  • Цоцелия М. Б., Из истории взаимоотношений Картли с сасанидеким Ираном, Тб., 1975;
  • Tschubinaschwili G., Der Fund von Sargweschi, «Известия Кавказского историко-археологического института», 1925, т. 3;
  • წოწელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 101, თბ., 1985 წელი.