საპოტისებრნი
იერსახე
საპოტისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sapotaceae | ||||||||||||||
|
საპოტისებრნი (Sapotaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. აქვთ კიდემთლიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები. ყვავილები ხშირად ორსქესიანია, უმრავლესობისა წვრილია, ეული ან კონებად შეკრული. ნაყოფი კენკრაა.
უმეტესობას ახასიათებს კაულიფლორია. ოჯახში 60-მდე გვარის 800 სახეობაა, გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში მხოლოდ ნამარხი ფორმებია ცნობილი. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გუტაპერჩის შემცველ მცენარეებს (Palaquim-ის და Payena-ს გვარები). ბევრის (Achras, Lucuma და სხვა) ნაყოფი იჭმება. ზოგის (Butarospermum და სხვა) თესლიდან ხდიან საჭმელ და ტექნიკურ ზეთს. ბევრ სახეობას (მათ შორის ხერკინის სახელით ცნობილს) ძვირფასი მერქანი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 95.