საპონელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საპონელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ფურისულასებრნი
სახეობა:  საპონელა
ლათინური სახელი
Anagallis arvensis L

საპონელა (ლათ. Anagallis arvensis L, Anagallis coerulea Schreb.) — ცნობილია, ასევე, როგორც საპოვნელა, ბუჟუჟა, ხელბუჟუჟა, ხელსაბანი[1]. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, ფურისულასებრთა ოჯახისა.

გავრცელების თავდაპირველი არეალი არის ევროპა, დასავლეთი აზია და ჩრდილოეთი აფრიკა, თუმცა, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ყვავის ნარინჯისფერი, წითელი ან ლურჯი ყვავილებით გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მცენარე შხამიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით საპონინებს.

მხატვრულ ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში პოპულარულია პოეტ მარიკა ბარათაშვილის ლექსი „საპოვნელა“ და ამ ლექსზე შექმნილი სიმღერა (მუსიკა: არჩილ კერესელიძე). 1905 წელს გამოქვეყნდა ემა ორცის სათავგადასავლო რომანი, ხოლო მოგვიანებით კი პიესა “Scarlet Pimpernel“, სადაც ეს ყვავილი წარმოადგენს მთავარი გმირის სიმბოლოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 1991