სან-პაულუს მეტროპოლიტენი
| სან-პაულუს მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 1974 წ. |
| ხაზის სიგრძე | 61,3 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 55 |
| ხაზთა რაოდენობა | 4 |
| მგზავრები დღეში | 3,2 მლნ. |
| მგზავრები წელიწადში | 845 მლნ |
| ხაზების სქემა | |
სან-პაულუს მეტროპოლიტენი (პორტ. Metropolitano de São Paulo или просто Metrô) — მეტროპოლიტენის სისტემა ქ. სან-პაულუში. წარმოადგენს პირველ და უმსხვილეს მეტროპოლიტენს ბრაზილიაში, აგრეთვე ყველაზე დიდი დატვირთვის მეტროპოლიტენს სამხ. ამერიკაში. გაიხსნა 1974 წ.-ს. ხაზთა სიგრძეა 61,3 კმ.. მეტროპოლიტენი შედგება 4 ხაზისა და 55 სადგურისაგან. დღიური მგზავრთა რაოდენობა 3 200 000 ადამიანია (2008 წ.-ის მონაცემებით). ხაზთა განსხვავება ხდება ნომრებისა და ფერების მიხედვით: ხაზი 1 - ცისფერი, ხაზი 2 - მწვანე, ხაზი 3 - წითელი და ხაზი 5 - ლილისფერი. ხაზი 5 ქალაქის სამხ.-დას. ნაწილშია და არ უკავშირდება, დანარჩენ 3 ხაზს. ხაზი 4 - ყვითელი, ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა იგეგმება 2010 წლისთვის.
მეტროს სამუშაო გრაფიკი - დილის 4:40-დან შუაღამემდე.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ხნის განმავლობაში, სან-პაულუში, ისევე როგორც, სრულიად ბრაზილიაში, მეტროპოლიტენს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ძირითადი ძალისხმევა იხარჯებოდა ავტოტრანსპორტის განვითარებისათვის. მეტროს მშენებლობა სან-პაულუში დაიწყო 1968 წლის დეკემბერში, ხაზით Norte-Sul (ჩრ.-სამხ.), მოგვიანებით ხაზი 1 - ცისფერი. პირველი მატარებელი, მარშრუტით ჟაბაკუარა - საუდი, გავიდა 1972 წ.-ს. კომერციული ექსპლუატაცია კი დაიწყო 1975 წ.-ს.
ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სახელი | სადგური | გახსნის თარიღი | სიგრძე, კმ. | სადგურთა რაოდენობა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ხაზი 1 - Azul | Tucuruvi ↔ Jabaquara | 1974 | 20,2 | 23 |
| 2 | ხაზი 2 - Verde | Vila Madalena ↔ Alto do Ipiranga | 1991 | 10,7 | 12 (14) |
| 3 | ხაზი 3 - Vermelha | Palmeiras-Barra Funda ↔ Corinthians-Itaquera | 1979 | 22 | 18 |
| 4 | ხაზი 4 - Amarela | Luz ↔ Vila Sônia | 2010 | (12,8) | (11) |
| 5 | ხაზი 5 - Lilás | Capão Redondo ↔ Largo Treze | 2002 | 8,4 (21) | 6 (16) |