სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს ლუთერანული ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′41″ ჩ. გ. 30°21′07″ ა. გ. / 59.94472° ჩ. გ. 30.35194° ა. გ. / 59.94472; 30.35194
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810144000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იური ფელტენი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის წმინდა ეკატერინეს ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Святой Екатерины) — ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე. ეკლესია აგებულია 1768-1771 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევანგელისტურ-ლუთერანული საზოგადოება ჩამოყალიბდა 1728 წელს. თავდაპირველად მორწმუნეები იკრიბებოდნენ ქვის სახლში ვასილევსკის კუნძულზე. მოგვიანებით ამ ნაგებობის ფუნდამენტზე ააგეს ეკლესია, რომელიც 1744 წლის 29 სექტემბერს აკურთხეს პეტრე მოციქულის სახელზე.

თანამედროვე ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს 1768 წლის 22 ივნისს. ეკლესიის არქიტექტორი იყო იური ფელტენი. ეკლესია აკურთხეს 1771 წლის 26 იანვარს. კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა 1852-1859 წლებში[1] არქიტექტორ ვლადიმირ ლანგვაგენის მონაწილეობით. ეკლესია გადააკეთეს 1902-1903 წლებში, მათ შორის გაადიდეს 200 ადგილით არქიტექტორ ლ. მარშნერის ხელმძღვანელობით.

1917 წლისათის სამრევლოს შემადგენლობაში შედიოდა: თავშესაფარი ქვრივებისათვის, საბავშვო სახლი, სასწავლებელი ყმაწვილთათვის, ქალთა გიმნაზია, დაწყებითი სკოლა ბიჭებისა და გოგონებისათვის. 1930-იან წლებში თემი ხელისუფლებამ დაშალა.

1990 წელს იჯარის ფორმით ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს, 1995 წელს გუმბათზე აღმართეს ჯვარი, ხოლო 1999 წელს დაამონტაჟეს ორღანი[2]. 1991-1996 წლებში თემი შედიოდა რუსეთის ერთიან ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიების კავშირის დაქვემდებარებაში[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის შენობა დამახასიათებელია იური ფელტენის შემოქმედებისათვის, რომელიც პეტერბურგში ქმნიდა ანალოგიურ შენობებს.

შენობის სამხრეთ ნაწილში შენობას ადგას მცირე ზომის გუმბათი, რომელიც წარმატებითაა ჩართული მთავარ ფასადში. მთავარი ფასადი ოთხკოლონიანი დორული სვეტებით ტიპიურია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. Е. Князева, Г. Ф. Соколова «Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв.», Санкт-Петербург, «Литера», 2001, ISBN 5-89319-048-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Никитенко Г. Ю., Соболь В. Д. Дома и люди Васильевского острова. — М.-СПб: Центрполиграф, МиМ-Дельта, 2007. — С. 52. — 735 с. — ISBN 978-5-9524-2609-2.
  2. Лютеранская церковь святой Екатерины (Большой пр. ВО, 1)
  3. АНТОН ТИХОМИРОВ, пастор, доктор теологии, настоятель общины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-15. ციტირების თარიღი: 2018-05-24.