სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
Pokrov church Saint Petersburg.JPG
სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°00′31″ ჩ. გ. 30°22′18″ ა. გ. / 60.00861° ჩ. გ. 30.37167° ა. გ. / 60.00861; 30.37167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810224014
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იოსებ პადლევსკი
ხუროთმოძღვრული ტიპი ნეორუსული
თარიღდება XX საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, პეტრე დიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ეკლესია აგებულია 1912-1913 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ეკლესიის წინამძღვარია დიაკვანი ალექსანვრე რუმიანცევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის შემდეგ დადგა საკითხი მასთან ახლოს ეკლესიის აშენების შესახებ, რადგან უახლოესი ეკლესია საკმაოდ შორს მდებარეობდა. 1906 წელს დაიწყო საპროექტო სამუშაოები. თავდაპირველად გადაწყვიტეს ეკლესიის მთავარ სივრცედ გამოეყენებინათ სამკითხველო დარბაზი, ხოლო საკურთხეველი გამოეყოთ მეტალის ფარდით, მაგრამ ეს ჩანაფიქრი უარყვეს. ასევე არსებობდა წინადადება მოეწყოთ ეკლესია საერთო საცხოვრებელში ან დამატებით ვესტიბიულში.

ინსტიტუტის არქიტექტორმა ვლადიმირ ტავლინოვმა შექმნა პროექტი, მაგრამ 1911 წლამდე ვერ მოიძებნა ფინანსები.

მალე გამოაცხადეს კონკურსი ახალ პროექტზე, რომელიც მოიგო სამოქალაქო ინჟინერმა იოსიფ პადლევსკიმ, რომელიც მხატვრობის კურსს ასწავლიდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მან წამოაყენა წინადადება აეშენებინათ ეკლესია, რომელსაც პირველი საერთო საცხოვრებლის სამხრეთ-დასავლეთიდან მიშენებული ექნებოდა სამრეკლო. 1912 წლის მარტში წმინდა სინოდმა დაამტკიცა პროექტი, რომელშიც არქიტექტორმა ვასილი კოსიაკოვმა შეიტანა მცირე ცვლილებები.

1912 წლის 19 ივნისს დაიწყეს ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმირ ტავლინოვი. 1913 წლის 28 დეკემბერს ეკლესია აკურთხა გდოვის ეპისკოპოსმა ბენიამინმა ღვთისმშობლის კვართის სახელზე, ინსტიტუტის დაარსების თარიღის აღსანიშნავად.

1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და დიდი ხნის მანძილზე, რამდენიმე ცვლილების ფონზე გამოიყენებოდა უნივერსიტეტის კლუბად და საწყობად, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის აუდიტორიად. სამრეკლო და გუმბათი მოხსნეს.

1992 წელს ეკლესიის შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1993 წლის 10 აპრილს ეკლესია აკურთხა მიტროპოლიტმა იოანე სნიჩევმა.

1995 წელს ეკლესიაში დააყენეს სამიარუსიანი კანკელი, მოხატეს კედლები აღადგინეს გუმბათი და სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лисовский В. Г. Архитектура России XVIII — начала XX века. Поиски национального стиля. — М.: Белый город, 2009. — С. 523. — 568 с. — (Энциклопедия мирового искусства). — ISBN 978-5-7793-1629-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]