სანქტ-პეტერბურგის ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანქტ-პეტერბურგის ტრამვაი

სანქტ-პეტერბურგის ტრამვაი (რუს. Санкт-петербу́ргский трамва́й) — სახმელეთო ტრამვაის მოძრაობის სისტემა სანქტ-პეტერბურგში; მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ტრამვაის სისტემა (მელბურნის ტრამვაის შემდეგ). გაიხსნა 1907 წლის 29 სექტემბერს. 1980-იანი წლების ბოლოსთვის უდიდეს მასშტაბს მიაღია და მსოფლიოში უდიდესი ტრამვაის ქსელი გახდა, რისთვისაც გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოძრაობის მოცულობის შემცირება დაიწყეს, ხოლო რამდენიმე მაგისტრალზე ტრამვაის ხაზები სრულიად მოიხსნა, მიუხედავად ამისა.

2009 წლის მარტის მდგომარეობით მოქმედებს 39 ტრამვაის მარშრუტი, ხოლო ექსპლუატაციაშია 846 ვაგონი. 2016 წლის მდგომარეობით სისტემაში ხაზების სიგრძე 220 კმ-ია.