სანქტ-პეტერბურგის კვართის სტაროობრიადცული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის კვართის სტაროობრიადცული ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის კვართის სტაროობრიადცული ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის კვართის სტაროობრიადცული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°51′09″ ჩ. გ. 30°26′09″ ა. გ. / 59.85250° ჩ. გ. 30.43583° ა. გ. / 59.85250; 30.43583
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი სტაროობრიადცული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830054000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1895-1896

სანქტ-პეტერბურგის კვართის სტაროობრიადცული ეკლესია (რუს. Покровская церковь) — მოქმედი მართლმადიდებლური სტაროობრიადცული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ალექსანდრეს ფერმების პროსპექტზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს 1895-1896 წლებს შორის არქიტექტორ ვ. კოლიანკოვსკის პროექტის მიხედვით ამჟამინდელი 9 იანვრის მსხვერპლთა სახელობის სასაფლაოს ეზოში და აკურთხეს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელზე. ღვთისმსახურება მასში მიმდინარეობდა 1937 წლის დეკემბრამდე. ამ დროს დააპატიმრეს ეკლესიის ხანგრძლივად მმართველი წინამძღვარი ალექსანდრე ჩუჟბოვსკი (დახვრიტეს 1937 წლის 28 დეკემბერს).

სტარორობრიადცებს ბელოკრინიცკის შეთანხმებით ჩამოართვეს ტაძრები ლენინგრადში ჯერ კიდევ 1930-იანი წლების შუა წლებიდან და 1982 წლამდე ისინი არალეგალურად მოქმედებდნენ. მორწმუნეები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ბინებში და აღავლენდნენ ღვთისმსახურებას. 1975 წელს სსრკ-მ ჰელსინკის აქტს მოაწერა ხელი და მათაც დაიწყეს თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლა.

1982 წლის 30 სექტემბერს ხუთწლიანი მიწერ-მოწერის შემდეგ ლენინგრადის ქალაქის საბჭოს აღმასკომმა რეგისტრაციაში გაატარა სტაროობრიადცელების რელიგიური საზოგადოება. 1982 წლის ნოემბერში მიაღწიეს შეთანხმებას ალექსანდრე ნეველის სახელობის ყოფილი ეკლესიის შენობის გადაცემის შესახებ, რომელიც მდებარეობდა 9 იანვრის მსხვერპლთა სასაფლაოზე, მეტროსადგურ ობუხოვოსთან ახლოს[1].

დანგრეული სასაფლაოს ეკლესია სტაროობრიადცებს გადაეცა 1983 წელს. ამავე წლის 25 დეკემბერს შედგა მისი საზეიმო კურთხევა ღვთისმშობლის კვართის სახელზე[2].

1984 წლიდან ტაძარში მოღვაწეობდა ლეონიდ გუსევი ქალაქ გორკიდან (ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდი), 1992 წლის იანვრიდან მრევლს საკუთარი წინამძღვარი ჰყავს - გენადი ჩუნინი[3].

2016 წელს მიმდინარეობდა ტაძრის კომპლექსური რემონტი. სამრევლოში მოქმედებს ბავშვთა საკვირაო სკოლა, მოქმედებს სამი ასაკობრივი ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაცაა 20-30 ადამიანი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Краткая летопись Санкт-Петербургско-Тверской епархии დაარქივებული 2012-04-29 საიტზე Wayback Machine.
  2. Санкт-Петербург. Покровская община.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2018-11-03.
  3. 3.0 3.1 Покровская старообрядческая община города Санкт-Петербурга.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 2018-11-03.