შინაარსზე გადასვლა

სანდრა მეისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანდრა მეისონი
სანდრა მეისონი
ბარბადოსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 2021 – 30 ნოემბერი, 2025
პრემიერ-მინისტრი  მია მოტლი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჯეფრი დევიდსონ ბოსტიკი

ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 2018 – 30 ნოემბერი, 2021
წინამორბედიფილიპ გრივზი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული17 იანვარი, 1949
სენტ-ფილიპი, ბარბადოსი
შვილები1
განათლებავესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი

სანდრა მეისონი (ინგლ. Sandra Mason; დ. 17 იანვარი, 1949) — ბარბადოსელი პოლიტიკოსი. ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი 2018 წლიდან და ბარბადოსის პრეზიდენტი 2021 წლის 30 ნოემბრიდან.[1]

სანდრა პრუნელა მეისონი 1949 წლის 17 იანვარს[2] დაიბადა ქალაქ სენტ-ფილიპში. 1968 წელს, განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო საშუალო სკოლაში. ერთი წლის შემდეგ ბარკლის ბანკში დაიწყო მუშაობა კლერკად. მეისონი გახდა ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის სტატუსით. 1975 წელს გახდა ბარბადოსის ადვოკატთა ასოციაციის პირველი ქალი წევრი.[2]

2017 წელს სანდრა მეისონი აირჩიეს ბარბადოსის მერვე გენერალ-გუბერნატორად. თანამდებობა დაიკავა 2018 წლის 8 იანვარს.[3]

2021 წლის 12 ოქტომბერს მეისონი პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივად წარადგინეს ბარბადოსის პირველი პრეზიდენტის კანდიდატად.[4] პრეზიდენტად აირჩიეს 20 ოქტომბერს.[5] თანამდებობა დაიკავა 2021 წლის 30 ნოემბერს.[1]

  1. 1 2 In Barbados, parliament votes to amend constitution, paving the way to republican status. ConstitutionNet (30 September 2021). ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  2. 1 2 Sandra Prunella Mason. Caribbean Elections (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 1 December 2015
  3. ↑ „Sandra Mason to be new Governor General“. Nation News. Fontabelle, Saint Michael, Barbados. 27 December 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2017. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
  4. ↑ Letter to the Speaker RE Nomination of Her Excellency Dame Sandra Mason as 1st President of Barbados. Parliament of Barbados (12 October 2021). ციტირების თარიღი: 16 October 2021.
  5. ↑ Barbados just appointed its first president as it becomes a republic - The National