სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია
Church of st. George, Sandata village, Rostov-on-Don region, Russia.jpg
სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სანდატა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1904-1912

სანდატის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია სალსკის რაიონის სოფელ სანდატაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. აგებულია 1912 წელს[1].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, სალსკის რაიონი, სოფელი სანდატა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი სანდატა დაარსდა 1805 წელს, ხოლო პირველი ეკელსია სოფელში ააგეს თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ. ეს იყო ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია, რომელიც ააგეს 1851 წელს. ეკლესიასთან ფუნქციონირებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა[1].

წმინდა გიორგის ეკლესია, ასაკოვანი ადამიანების გადმოცემების მიხედვით ააგეს 1912 წელს[2] (ზუსტი მონაცემები, რომელიც დაადასტურებს ამ თარიღს ცნობილი არაა).

1960-იან წლებში, ნიკიტა ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში, ეკლესია დახურეს (ამ დროისათვის ეს იყო ერთადერთი ეკლესია სოფელში). ეს მოხდა წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ პარტიის რაიონული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა არ დაეთმო ტაძარი პარტიის წარმომადგენლებისათვის. რის შემდეგაც ხელიუფლების წარმომადგენლებმა იხმარეს ეშმაკობა და მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ეკლესია და მისი ჭურჭელი უნდა აღედგინათ. თუმცა ტრაქტორით დაანგრიეს სამრეკლო[1].

1970-იან წლებში ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საწყობი, რომელიც მოგვიანებით დაიწვა. 1989 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ძირიტადი სამუშაოები დასრულდა დაახლოებით ორი წლის შემდეგ[1].

ამჟამად მსხვილ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიაში იკრიბებიან სოფლის მორწმუნეები, ასევე გარშემო მდებარე დასახლებებისა და თავად სალსკის მოსახლეობა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Сандата село (Медвеженский уезд). www.okorneva.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-02-25.
  2. donvrem. (2013-01-17) Храм в Сальских степях. ДОН. წაკითხვის თარიღი: 2017-02-25.