სამედიცინო ფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამედიცინო ფსიქოლოგიაფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიის როლს ადამიანის დაავადებათა წარმოშობაში, გამოვლენაში, მიმდინარეობასა და ჯანმრთელობის აღდგენაში. მისი ნაწილია კლინიკური ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის ფსიქიკის ცვლილებებს როგორც სომატური, ისე ფსიქიკური ხასიათის დაავადებების (ნევროზები, რეაქტიული მდგომარეობები) დროს.

სამედიცინო ფსიქოლოგიის მეთოდები არ განსხვავდება ზოგადად ფსიქოლოგიის მეთოდებისაგან. მათი დაკონკრეტება ხდება დაავადებათა ხასიათის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ანამნეზს — პაცინეტის ძველი განცდების ანალიზს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]