სალსკის კირილესა და მეთოდეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალსკის კირილესა და მეთოდეს ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სალსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1999-2017

სალსკის კირილესა და მეთოდეს ეკლესია (რუს. Собор во имя святых равноапостольных Кирилла и Мефодия) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ სალსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1999 წელს და დაასრულეს 2017 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი სალსკი, ლენინის ქუჩა № 52.

ეკლესიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის სექტემბერში ქალაქ სალსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ა. ბუბლიკოვმა გამოსცა დადგენილება ლენინის ქუჩაზე, რეკონსტრუქციის ზონაში, დროებითი ავტოსადგურის ადგილზე ეკლესიის ასაშენებლად საპროექტო-საძიებო სამუშაოების გამართვის შესახებ. ეკლესიის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი 3276 კვ. მ[1].

1994 წლის თებერვალში „აღორძინების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ სალსკში მოიწონეს მომავალი ეკლესიის პროექტის ესკიზი. პროექტის ავტორი იყო მოსკოვის არქიტექტურულ-საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელი ი. მურზინი. მომავალი ეკლესიის ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები ასეთი იყო: სართული - 3, ადგილების რაოდენობა - 1 200 მომლოცველი, სამშენებლო ფართობი - 926 კვ. მ[2].

1999 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით ეკლესიის სიგანე იყო 21 მეტრი, სიგრძე - 36 მეტრი. ეკლესია ხუთგუმბათიანი უნდა ყოფილიყო, გადაწყვეტილი თეთრ-წითელ ფერებში. ეკლესიის გარშემო საეკლესიო პარკი მოეწყობოდა[3].

სალსკში ანალოგიური საკულტო ნაგებობა არ არსებობს. ეს ეკლესია ერთადერთია, აგებული ინდივინდუალური პროექტით, რომელმაც აიღო გრან-პრი პარიზის გამოფენაზე.

ეკლესიის მშენებლობა 2000 წელს შეწყდა. მშენებლობა განახლდა მხოლოდ 2007 წელს. 2017 წლის აგვისტოდან ეკლესიაში მიმდინარეობს რეგულარული ღვთისმსახურება[4].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газета "Сальская степь" от 11 сентября 1993 года
  2. газета "Сальская степь" от 05 марта 1994 года.
  3. газета "Сальская степь" от 22 мая 1999 года №81 (16.786)
  4. Сальскньюс — Новостной портал Сальского района. salsknews.ru. ციტირების თარიღი: 2017-08-29.