სალეკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალეკოლეკთა დაქირავებული ჯარის ქირისთვის განკუთვნილი საგანგებო სახელმწიფო გადასახადი. დაწესებული იყო XVIII საუკუნის II ნახევარში. სალეკო შერეული ხასიათის (ფულადი, ნატურალური) გადასახადი იყო და მისი ოდენობა მტკიცედ არ განისაზღვრებოდა. თბილისის მცხოვრებნი სალეკოდ უმეტესწილად ფულს იხდიდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002 გვ. 771