საკოცარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკოცარი — X საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, კუმურდოს ტაძრის მაშენებელი. ტაძრის შესასვლელის თავზე მოთავსებულ წარწერაში მოხსენიებულია მისი სახელი და ტაძრის აგების თარიღი (964). კუმურდოს ტაძარი მომწიფებულ შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ერთი პირველი მნიშვნელოვანი ძეგლთაგანია, ხოლო სამშენებლო ტექნიკური თვალსაზრისით - ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნაგებობა. ტაძრის შიდა სივრცის ჰარმონიულობა და დიდებულება, მთლიანად ნაგებობის მხატვრულად გააზრება, პროპორციები, დეტალების დამუშავება, მდიდრული ჩუქურთმები მოწმობს, რომ საკოცარი იყო დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხუროთმოძღვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]