საიასაულო
საიასაულო - სამოხელეო ნატურალური გამოსაღები. მას იხდიდა თბილისის თითოეული კომლი სახელმწიფო გადასახადის - „სურსათის“ ამკრეფთა სასარგებლოდ. გადამხდელს „სურსათის“ ანგარიშში გაღებულ ყოველ კოდზე „საიასაულოდ“ თითო ლიტრი (დაახლოებით 3 კილოგრამი) მარცვლეული უნდა გადაეხადა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002