სავოიარდი
იერსახე
|
| |
| ალტერნატიული სახელები |
Ladyfinger, sponge fingers, Boudoir |
|---|---|
| ტიპი | ნამცხვარი |
| რიგითობა | დესერტი |
| წარმოშობის ადგილი | სავოია |
| მთავარი ინგრედიენტები |
ფქვილი, კვერცხის ცილა, კვერცხის გული, შაქარი, შაქრის პუდრი |
| |
სავოიარდი (იტალ. savoiardi — „სავოიურები“, ასევე „ქალბატონის თითები“) — შაქრის ნამცეცებით დაფარული, მოგრძო ბრტყელი ფორმის ბისკვიტის ნამცხვარი. სავოიარდი იოლად იწოვს წყალს და ამის შედეგად ძალიან რბილი ხდება. სავოიარდი — მრავალი ფრანგული დესერტის განუყოფელი ნაწილია, კერძოდ კი, ეს ნამცხვარი გამოიყენება ტორტი-ნაყინების, შარლოტკისა და ტირამისუს მომზადების დროს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავოიარდი XV საუკუნის ბოლოს საფრანგეთის მეფის ვიზიტთან დაკავშირებით, სავოიის ჰერცოგების სასახლის კარზე იქნა გამოგონებული და სულ მალე სავოიის „ოფიციალური“ ნამცხვრის სტატუსიც მიიღო.