სავიცკის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავიცკის სახლი
Дом Савицкой
კოორდინატები 59°43′15″N 30°24′08″E / 59.720738° ჩ. გ. 30.402356° ა. გ. / 59.720738; 30.402356
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1904-1905
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802281000

სავიცკის სახლი (რუს. Дом Савицкой) — ისტორიული შენობა ქალაქ პუშკინში. აშენდა 1904-1905 წლებში. მიეკუთვნება რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. მდებარეობს მოსკოვის ქუჩაზე, სახლი №15 (სახლი №17 ზოგიერთ წყაროში).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი სახლის მშენებლობის დაწყებამდე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იდგა ხის ორსართულიანი სინიცის სახლი, რომელიც კლასიციზმის სტილში იყო აგებულია. მარია ალექსანდრეს ასულმა სავიცკაიამ, რომელმაც 1903 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა, შენობის დანგრევა უბრძანა და თანამედროვე ახალი სახლის აშენება დაავალა მოდერნის სტილში. გამოცხადდა კონკურსი, რომელში გამარჯვებული პროექტით აშენდებოდა აღნიშნული სახლი. კონკურსში გაიმარჯვა ძმები ა. და ნ. ვასილეევების პროექტმა. 1945 წლიდან, შენობაში განთავსდა პოლიკლინიკა. 1956 წელს განხორციელდა შენობის სერიოზული რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც დაემატა მესამე სართული, ხოლო დამატებითი შენობა მიაშენეს მარჯვენა მხრიდან[1][2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის ისტორიულ ნაწილს მიეკუთვნება პირველი ორი სართული. მთავარი შესასვლელი გრანიტით არის მოპირკეთებული. გრანიტის სვეტები ქმნიან წინა ბაღის ღობეს. მთავარი კიბეების საფეხურები მარმარილოსია, შესასვლელი დარბაზის კედლები გაფორმებულია მწვანე ფილებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Московская 17. Дом Савицкой. Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2018-07-08.
  2. Дом М. А. Савицкой - Поликлиника N 66. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2018-07-08.