საგუბერნიო სახლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგუბერნიო სახლები
Губернские дома
კოორდინატები 59°59′14″N 29°46′25″E / 59.987343° ჩ. გ. 29.77369° ა. გ. / 59.987343; 29.77369
მდებარეობა კრონშტადტი, რუსეთი
არქიტექტორი იოჰან ფრიდრიხ ბრაუნშტეინი
თარიღდება 1717-1725
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810281000

საგუბერნიო სახლები (რუს. Губернские дома) — ისტორიული შენობების კომპლექსი, რომელიც აშენდა 1717-1725 წლებში. სახლები წარმოადგენს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს. მდებარეობს პეტროვსკაიას და მაკაროვსკაიას ქუჩებზე. მათი მშენებლობის ბრძანება გაიცა 1714 წლის 10 მარტს. სახლების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდა. ისინი აშენდა სტანდარტული დიზაინის მიხედვით, კერძოდ სამი სართული, მაღალი სარდაფებით. თუმცა, სამუშაოები გადაიდო, პირველი სახლები აშენდა მხოლოდ 1717 წელს და მუშაობა დასრულდა მხოლოდ 1725 წელს. ფრიდრიხ ბაუნშტეინის გარდაცვალების შემდგომ არქიტექტორი გახდა და სახლების პროექტი შეიმუშავა მისმა თანაშემწემ ჰ. კონრადმა.

საგუბერნიო სახლები გადაკეთდა 1810-1827 წლებში, სწორედ ამ დროს დაიკარგა დიზაინი. X სახლი აშენდა, 1832-1833 წლებში, სწორედ აქ იყო განთავსებული აფთიაქი. რეკონსტრუქციის პერიოდში, სახლების კედლები ნაწილობრივ აღადგინეს და სამსართულიანი შენობა ააშენეს. ხელისუფლების გადატრიალების შემდგომ IX პროვინციული სახლი ქრონსტატის სამხედრო პორტის მეთაურის სახლი გახდა. პროვინციული სახლების უმრავლესობას საცხოვრებელი დანიშნულება აქვს. საგუბერნიო სახლების ფასადები მოპირკეთებულია ჰოლანდიური ფილებით. სულ პროექტის ფარგლებში აშენებული იქნა თერთმეტი საგუბერნიო სახლი. საგუბერნიო სახლების მშნებლობის პერიოდში, ამ სახლების ნაცვლად, დასავლეთის მხარეს ალექსანდრე მენსიკოვის იტალიური სასახლე აშენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Губернские дома. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-22. ციტირების თარიღი: 2018-06-21.
  • Токарева, Л. И. (2004-04-16). „Экскурсия по городу с Лидией Токаревой и «Кронштадтским вестником». Губернские дома“. kronstadt.ru. Кронштадтский вестник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 2018-06-22.
  • Губернские дома. kronstadt.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-07. ციტირების თარიღი: 2018-06-22.