საგოვანები
იერსახე
| საგოვანები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cycadopsida (Brongn., 1843) | ||||||||||
| ||||||||||
საგოვანები (ლათ. Cycadopsida) — შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი. ხისებრი მცენარეებია. მათი ღერო ხშირად გორგლისებრია და ნიადაგშია ჩამალული, იშვიათად სვეტისებრია და 18-20 მ აღწევს. 3 მ-მდე სიგრძის გვიმრის მსგავსი ფრთისებრი ფოთლები ღეროს წვერზეა განლაგებული და ამით პალმას მოგვაგონებს. ორსახლიანი მცენარეებია. მიკროსპოროფილები განლაგებულია მიკროსტრობილებზე — მამრობით გირჩებზე. მეგასპოროფილები ან ფოთლის მსგავსია, მაგრამ უფრო პატარა და უქლოროფილო, ან შეკრებილია მეგასტრობილებად — მდედრობით გირჩებად.
საგოვანებს განეკუთვნება 9-10 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საგოვანები მცენარეთა უძველესი ჯგუფია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 619.