საგილზაზის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგილზაზის ნაეკლესიარი - არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საგილზაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი წარმოადგენდა საშუალო ზომის დარბაზულ ეკლესიას სამხრეთის ვიწრო, თანადროული მინაშენით. ეკლესია ძირითადად შირიმის კარგად გათლილი კვადრებით იყო ნაგები. შენობა მთლიანადაა დანგრეული. კედლების სიმაღლე ზოგან 1,5-2 მეტრამდე აღწევს. გეგმა კარგად იკითხება. მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტალები არ შეინიშნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004